5.ოქტ`2009 - ადამიანთა უფლებები 3
ადამიანთა უფლებები 3 შემდგენი: ნინო მთვარელიშვილი -ადამიანის უფლებების ღონისძიებების მენეჯერი. სემინარი: „სამართლიანი სასამართლოს უფლება“ თარიღი: სექტემბერი 25, 2009 ადგილმდებარეობა: თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ხანგრძლიობა: 2 საათი მომხსენებლები: მიხეილ კეკენაძე -მთავარი მრჩეველი, საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი, ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცენტრი საქართველოში. ყოფილი წარმომადგენელი საქართველოს მთავრობისა ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სასამართლო, მაგისტრი საერთაშორისო ადამიანთა უფლებების სამართალში ლანდის უნივერსიტეტი, შვედეთი. ნინო ნიქაბაძე - მრჩეველი, სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარეტამენტი ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დამუშავებული თემები: ნინო მთვარელიშვილი , ადამიანთა უპლებების შემთხვევების მენეჯერმა წარმოადგინა CABIR-ი და მოგვითხრო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. მან გააცნო აუდიტორიას მოწვეული მომხსენებლები და მადლობა გადაუხადა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ადმინისტრაციას (www.ael.ge) ტექნიკური დახმარებისთვის. გარდა ამისა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიას გადაეცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული მასალები სტუდენტათვის და დაინტერესებულ პირთათვის. მიხეილ კეკენაძემ ხაზი გაუსვა რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის იმის საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს მისი თავისუფლების დასაცავად. ეს უფლება მინიჭებულია, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე და გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციით. აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლი ანიჭებს სამართლიანი გარჩევის უფლებას სამოქალაქო და სისხლის სამართლის პრცედენტულ შემთხვევებში. პიროვნებას ენიჭაბა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული ღია მოსმენების უფლება. განაჩენი საჯაროდ იქნება გამოცხადებული თუმცა პრესა და საზოგადოება შეიძლება ნიწილობრივ ან საერთოდ არ იყოს დაშვებული მორალური, საზოგადო წესრეგისა თუ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, დემოკრიტიულ საზოგადოებაში, როცა არასრულწლოვანთა ინტერესები ან პირადი ცხოვრების დაცვა ამას მოითხოვს, ან იმ შემთხვევაში როცა სასამართლოს აზრით ასეთი ზომების მიღება აუცილებელია, მაშინაც როცა საზოგადოების დასწრებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს სასამართლოს ინტერესებს. ნინო ნიკაბაძემ დეტალურად ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევებზე სამართლიანი გარჩევისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოს წინააღმდეგ. მან მოკლედ ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს იუსტიციის სასამართლო, განსაკუთრებით კი სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტის შესახებ ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოში. ეს დაპარტამენტი ამზადებს მეთვალყურეობას კერძო შემთხვევებზე დაყრდნობით, რომლებიც იგზავნება ევროპის სასამართლოში და აგროვებს ინფორმაციასა და ფაქტებს ევროპის სასამართლოს დავალებით. მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი წარდგენილ თემებთან დაკავშირებით. მათ მოეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და უფრო აქტიურად ჩაბმულიყვნენ დისკუსიებში. შეკითხვები ეხებოდა კონკრეტულ შემთხვევებს ევროპის სასამართლოში, განაჩენის აღსრულებას სასამართლოს მიერ და მის მისაწვდომობას დაინტერესებულ პირთათვის. მიმდინარე შეკითხვები: რომელი საქმეები სამართლიან გარჩევასთან მიმართებაში განხილული იქნა ევროპის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ?- აღძრულია რამოდენიმე საქმე საქართველოს წინააღმდეგ სამართლიანი გარჩევის უფლების შელახვასთან დაკავშირებით. 
ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საკითხებს შორის საქართველოს მიმართ არის: რიჟამაძეს საქმე, აპოსტოლის საქმე, დონაძის საქმე, კიძინიძის საქმე.
უზრუნველყოფს თუ არა სამართლიანი გარჩევის სასამართლო თარჯიმნის უფასო მომსახურეობას?- დიახ, ეს უფლება გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ. ვინ არის პასუხისმგებელი აღასრულოს სასამრთლოს განაჩენი? განაჩენის აღსრულება ეკისრება წევრ ქვეყანას რომლის წინააღმდეგ იყო აღძრული საქმე. შესაძლებელია თუ არა დაინტერესებული პირისათვის გაეცნოს საქართველოს წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს? ყველა საქმე აღძრული საქართველოს წინააღმდეგ განთავსებულია ევრო სასამართლოს ადამიანთა უფლებების ოფიციალურ საიტზე ისევე, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ქართულ ენაზე. მონაწილეთა რაოდენობა: 23 საერთაშორისო ორგანიზაცია: 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: 3 აკადემიური დაწესებულება : 9 სამთავრობო წარმომადგენელი: 8
|