13.სექ`2009 - 2009 წლიდან თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს
2009 წლიდან თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს.
ალბას უმაღლეს სკოლასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თბილისის
ეკონომიკისა და სამართლის აკადემია სთავაზობს აკადემიის წარჩინებულ 5
სტუდენტს (რომელთაც სამშობლოში მინიმუმ საბაკალავრო კურსი აქვთ გავლილი)
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას საბერძნეთში. გაცვლითი პროგრამა
მოიცავს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ალბას უმაღლეს ბიზნეს
სკოლაში. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, ვინაიდან სწავლა ინგლისურად
მიმდინარეობს.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების დარგში
მენეჯერების მომზადება, რათა მათ შესძლონ საჯარო და კორპორაციულ
სტრუქტურებში ადმინისტრირებისა და სამეცნირო-კვლევითი საქმიანობის
განხორციელება.
ლეინ კირკლანდის სტიპენდია (Lane Kirkland Scholarships Program)
პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის პროგრამა აცხადებს ღია კონკურს ლეინ
კირკლანდის სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამის მიზანია პოლონეთის მიერ
შეძენილი გამოცდილების გაზიარება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური
ტრანსფორმაციის დარგში.
ფაკულტეტები : -
ბიზნესის ფაკულტეტი
-
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
-
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
-
სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი
სტიპენდია ითვალისწინებს შემდგომ 2-4 კვირიან სტაჟირებას ადგილობრივ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.
სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერთათვის (Polish Scholarship for Young Scientists)
2009 წლიდან თბილისის ეკონომიკისა და სამრთლის აკადემიის სტუდენტებს
ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პოლონეთის საგარეო სამინისტროს
მიერ დაფინანსებულ პროგრამაში ,,სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერთათვის”.
მიმწვევი მხარე სრულად ფარავს სწავლასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებულ
ხარჯებს. სტიპენდიანტები გაივლიან პროგრამას პოლონეთის წამყვან
უნივერსიტეტებში.
ჯონკოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა/ შვედეთი (Jónkóping International Business School)
ჯონკოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა აცხადებს უფასო სამაგისტრო
პროგრამას ბიზნესის მართვის, ინფორმატიკისა და საფინანსო მენეჯმენტის
დარგებში.
სტუდენტების მიღება მოხდება კონკურსის საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, ვინაიდან სწავლა ინგლისურად მიმდინარეობს.
|