09.09.2010 - www.ael.ge switch to English
   სიახლენი

1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა

image_EUGBC1.jpg

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა

2009 წლის დასაწყისი, ისევე როგორც 2008 წელი, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიისათვის წარმატებული აღმოჩნდა. ბიზნესის საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის - “ედუნივერსალის” მიერ მინიჭებული ხარისხის უმაღლესი ჯილდოს - “პალმის რტოს” მიღების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი ხდება.

  რას მოუტანს EUGBC-ს წევრობა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიას? რა შანსები და პერსპექტივები გაუჩნდა უმაღლეს სასწავლებელს და რა სერვისების გატანას გეგმავს ევროპის ქვეყნებში?  ”სტუდენტური news“ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ზვიად სხვიტარიძეს ესაუბრა.

- ბნ. ზვიად, როგორც ვიცით, წელს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა. მოგვიყევით მოკლედ ამ ორგანიზაციის შესახებ.

- ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო ქართული და ევროპული კომპანიების მიერ 2006 წლის დასაწყისში დაფუძნდა. საბჭოს მთავარი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს. წარმომადგენელი მას თბილისშიც ჰყავს. დღესდღეობით, საბჭო 40-მდე წევრს აერთიანებს. საბჭოს წევრების საქმიანობის სპექტრი ფართოა და ეკონომიკის ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, იურიდიული მომსახურება, აუდიტი და სხვა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მთავარ მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ევროპაში საქართველოს პოპულარიზაცია, მისი წევრების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა, ასევე ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფი სტრუქტურებს შორის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა  წარმოადგენს.

ბიზნეს საბჭო მის წევრებს სთავაზობს კონსულტაციას და ეხმარება საქართველოსა და ევროპაში ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებში, პარტნიორების მოძებნაში, ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, ასევე აწვდის ინფორმაციას საინვესტიციო და სავაჭრო კანონმდებლობის შესახებ. საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან მისი წევრების ერთგვარი მეკავშირის როლსაც ასრულებს.

ვფიქრობ, რომ ბიზნეს საბჭოში ჩვენი აკადემიის წევრობა წარმატებული იქნება. აკადემია EUGBC-ს კორპორატიული წევრი გახდა, რაც მას საბჭოში ხმის უფლებას და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.  

- იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, თუ რა სახის თანამშრომლობას გეგმავთ EUGBC-თან?  

- EUGBC-ს წევრობა ამ ორგანიზაციასთან და მის წევრებთან თანამშრომლობის მრავალ პერსპექტივებს იძლევა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება აკადემიის საგანმანათლებლო მომსახურების საბჭოს წევრებისთვის შეთავაზება, ასევე მისი პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში.

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიას, გარდა იმისა, რომ აქვს ბიზნესისა და სამართლის მიმართულების ორივე საფეხური, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე გააჩნია სასერთიფიკატო კურსები – სპეციალური ტრენინგ-კურსები, როგორც ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმებული პერსონალისათვის. ტრენინგების კურსი სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, გვაქვს ზოგადი მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მენეჯერის (HR) კურსები. ასევე, წმინდა ბიუროკრატიული, მაგრამ საკმაოდ პრაგმატული სპეციალობები, როგორიც არის იურიდიული დოკუმენტების მომზადება, წარმოება; ადმინისტრაციული ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა.მოკლედ, ჩვენ გვაქვს სრული პაკეტი კონკრეტული საგანმანათლებლო სერვისებისა, რომელსაც ორგანიზაციას და მის თითოეულ წევრს შევთავაზებთ. ევროპული ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტების მომსახურება ტრენინგებზე ძვირი სიამოვნებაა. ჩვენ არანაკლები ხარისხით, თუმცა გაცილებით დაბალ საბაზრო ფასში შევთავაზებთ საბჭოს წევრებს კონკრეტულ სერვისებს. უნდა აღვნიშნო, რომ აკადემიის ტრენინგებს უძღვებიან არა მარტო ქართულ გარემოში ჩამოყალიბებული პროფესიონალები, არამედ ის ხალხიც, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო განათლება და გამოცდილება. ანუ, განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ - ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში და ამასთანავე გამოცდილება აქვთ კონკრეტულ სახელმწიფოებში - ამერიკაში თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია. აკადემიას ჰყავს 50-60 პროფესორ მასწავლებელი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ერთდროულად შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ სამი-ოთხი ორგანიზაციის მოთხოვნა.

დამკვეთ ორგანიზაციებს ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენი მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით სარგებლობას - შეხვედრების ოთახს, საკონფერენციო დარბაზს და სხვა. როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბიზნეს საბჭოსაც ვთავაზობთ.

საბჭოს წევრობა აკადემიისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხითაც. EUGBC რეგულარულად აწყობს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტირებულ  სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან. ჩვენთვის საინტერესო იქნება მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა, ინფორმაციის გაცვლა და ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ურთიერთობები აუცილებელია აკადემიის სამომავლო განვითარების გეგმების განსახორციელებლად და ევროპელი პარტნიორების შესაძენად. ამ ეტაპზე, რეალურად გვესახება ურთიერთობის დამყარება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგ. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი) საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან.

- წარმატებებს გისურვებთ!


News
ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე კონფერენციას გამართავს
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია რამდენიმე დღეში კონფერენციას გამართავს. კონფერენცია საქართველოსა ევროკავშირის ურთიერთობის თემას შეეხება. შეხვედრას საფრანგეთის ელჩი დაესწრება. რომელიც წარადგენს თავის შეხედულებებს ამ მიმართულებით. აკადემიაში აცხადებენ, რომ კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება.

 “კონფერენციაში  ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გარდა, საუბარი იქნება დავის ალტერნატიული მოგვარების მეთოდებზე, რომელიც საქართველოში არ არის დანერგილი, ასევე შევეხებით ისეთ ინსტიტუტებს როგორიც არის არბიტრაჟი და მედიაცია”. - განაცხადა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ზვიად სხვიტარიძემ.

   ძიება  
 
   სიახლენი
 
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი