09.09.2010 - www.ael.ge switch to English
   სიახლენი

1.ოქტ`2008 -
აკადემიას მიენიჭა პალმის რტო

2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 4000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ედუნივერსალი ბიზნესის მართვის საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს-აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას და ხელშეწყობას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. ედუნივერსალის პალმის რტო აკადემიური რეპუტაციის ნიშანს წარმოადგენს მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის.

pic

პალმის რტოს მიღებით აკადემიას მნიშვნელოვანი საშუალებები ეძლევა დაიწყოს და დაამყაროს საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერიტეტებთან სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დასაწყებად და სხვა პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ედუნივერსალის ყოველწლიური სამიტი შედგა 2008 წლის 4-5 ნოემბერს. აკადემიიდან მიწვეულ იქნა დელეგაცია პალმის რტოსა და შესაბამისი სიგელის გადასაცემად. პარიზის სამიტი მნიშვნელოვანი იყო პარტნიორული ურთიერთობების წამოწყების თვალსაზრისითაც. აკადემიას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა ევროპის წამყვანი ბიზნეს სკოლების ხელმძღვანელებს და მიეღწია შეთანხმება პარტნიორული ურთიერთობებისათვის საფუძვლების ჩასაყრელად. მაგალითისათვის, ტულიზის, კვიპროსისა და პრაღის უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლებთან მიღწეულია შეთანხმება სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამების დასაწყებად. ამდენად, ზემოთ აღნიშნული წარმატებები მხოლოდ დასაწყისია და ახლო მომავალშიც აუცილებლად ბევრი მიღწევები გვექნება.

   ძიება  
 
   სიახლენი
 
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი