06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   მისია, მიზნები და ამოცანები

ფაკულტეტის მისია


ფაკულტეტის მისიას წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და სამართლებრივი ურთიერთობების განვითარების შესაბამისად, მოამზადოს ადეკვატური კვალიფიკაციის მქონე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე იურისტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, საზოგადოებისათვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურებისა და სამსახურის გაწევას. ფაკულტეტის მისია არის, განავითაროს იურიდიული განათლების მეთოდები და შესაბამისად აღზარდოს კვალიფიციურ იურისტთა თაობა. შექმნას მაღალი დონის საერთაშორისო სტანდატრების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, მეთოდიკა და მასალები. დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი სამუშაო, სასწავლო, საგანმანათლებლო პირობები და საშუალებები. განავითაროს ფაკულტეტის, როგორც აკადემიური ასევე მატერილურ-ტექნიკური ბაზა სწავლებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისად. შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებას.

სასწავლო გეგმის მიზანები და ამოცანები:

სამართალმცოდნეობის სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისთვის სამართლებრივი საკითხების გაგება გაანალიზებას და მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლებას. სტუდენტი ეუფლება იურისტის საქმიანობისთვის აუცილებელ მეთოდებს და იძენს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს.
 სტუდენტს სამართალმცოდნეობის საკითხების გარდა, ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს სამართლის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და ეკონომიკურ ასპექტებს. სტუდენტს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ ისწავლოს არაიურიდიული დისციპლინებიც, რომლებიც მას ხელს უწყობს გაიღრმავოს ცოდნა ცალკეულ დარგში.  საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს ნებისმიერ სამსახურში, სადაც საკმარისია სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.
 სამაგისტრო პროგრამა ამზადებს კურსდამთავრებულს, სამოსამართლეო, საპროკურორო, საადვოკატო და სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელი საგანმანათლებლო საფუძვლის შესაქმნელად, რომელიც სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის წინაპირობასა და საფუძველს წარმოადგენს.  ამავე დროს გამოუმუშავებს სტუდენტს სადოქტორო პროგრამისთვის აუცილებელ სამეცნიერო კვლევის უნარს.
 ხელი შეუწყოს, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს ნებისემიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესწავლაში. მოიზიდოს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და შესაბამისად გაზარდოს იურიდიული მომსახურების ხარისხი.
მიიღოს მონაწილება სხვადასხვა სახის კომფერენციასა თუ სემინარში, როემლიც ხელს შეუწყობს აკადემიური პოერსონალისა და სტუდენტთა თვითგანვითარებას საკუთარ საქმიანობაში.
 ითანამშრომლოს სხვა ქვეყნის იურიდიულ ფაკულტეტებთა თვინინგ პროექტებისა და მობილობის განვითარების პრინციპის დასანერგად.


სასწავლო პროგრამის მოცულობა:


 საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს ხოლო სამაგისტრო პროგრამა 120 კრედიტს. სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა მიზანშეწონილია დაძლიოს 30 კრედიტიანი პროგრამა.
 საბაკალავრო პროგრამა შედგება სავალდებულო დისციპლინებისაგან. სამართლის მეთოდებისაგან, სპეციალიზაციის საგნებისაგან, უცხოური ენისა და არაიურიდიული დისციპლინებისაგან შემდგარი სასწავლო მოდულებისაგან.
მოდულში გაერთიანებული საგნები ურთიერთკავშირშია და შესაძლებელია ცალკეული გამოცდის ჩაბარება იყოს სხვა საგნის მოსმენის წინაპირობა.
 საბაკალავრო პროგრამის სრულად დაძლევისათვის არის სავალდებულო 240 კრედიტის  დაგროვება 4 სასწავლო წლის მანძილზე. ხოლო სამაგისტრო პროგრამის სრულად დაძლევისათვის არის სავალდებულო 120 კრედიტის დაგროვება, რომელიც მოიცავს აგრეთვე ერთსემესტრიან პრაქტიკულ კომპონენტს.

პროგრამის შედეგები:

მომზადდებიან ბაკალავრისა და მაგისტრის კვალიფიკაციის მქონე მაღალკვალიფიციური იურისტები. რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლებრივი ურთიერთობების სწორ და კვალიფიციურ წარმართვას. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში ნებისმიერ სამსახურში. კვალიფიკაციის შესაბამისად.

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი