2006 წლიდან თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია სტუდენტთა და მასწავლებელთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკით. ბიბლიოთეკა მოიცავს სამკითხველო დარბაზს და მისგან გამიჯნულ წიგნსაცავს, სადაც ინახება ნაბეჭდი სახის 2346 წიგნი და პერიოდული გამოცემა. ბიბლიოთეკაში არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგი (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით), სარეგისტრაციო ჟურნალი და მკითხველთა ბარათები. ამასთან ერთად ბიბლიოთეკაში არსებობს ციფრული (ელექტრონული) ფონდი, რომელიც მოიცავს 420 სასწავლო წიგნს ელექტრონული სახით. ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმისა და სამეცნიერო პროგრამების შესაბამისი პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე შაბათ-კვირისა და გამოსასვლელი დღეების გარდა. ჩამოტვირთეთ და იხილეთ ბიბლიოთეკის სრული ელექტრონული კატალოგი აქ -->. |