06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   საერთაშორისო და პარტნიორული ურთიერთობები

mesilogo.gif

მოსკოვის ეკონომიკის,სტატისტიკის და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მესი)

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მესი) პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს 2002 წლიდან.

“ერასმუს მუნდუსი”-ს პროგრამა

2007 წლის თებერვლიდან, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ბიალისტოკის უნივერსიტეტთან (პოლონეთი, პროგრამის მთავარი აპლიკანტი) ერთად მონაწილეობას იღებს “ერასმუს მუნდუსი”-ს პროგრამაში, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში  ურთიერთანამშრომლობის და მობილურობის პროგრამას. იგი ითვალისწინებს ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას და თანამშრომლობის გზით მესამე ქვეყნებთან ინტერკულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობას. მოცემული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი უნივერსიტეტის კოალიციური პარტნიორები ამჟამად არიან: მიკოლო რომერიოს უნივერსიტეტი ლიტვიდან, პარდუბიცეს უნივერსიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი და ეგეს უნივერსიტეტი თურქეთიდან. სავარაუდოდ, კოალიციას შეუერთდება ასევე პოტსდამის უნივერსიტეტიც გერმანიიდან.

ეს პროგრამა საქართველოს, სასომხეთსა და აზერბაიჯანს, ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, სთავაზობს სტუდენტურ, ფაკულტეტურ (ან ლექტორთა) და პროფესიონალთა მობილურობის შესაძლებლობას. გლობალიზაციის პროცესში ჩვენი ერები ისწრაფიან იპოვონ თანამშრომლობის საერთო ნიადაგი, აქედან გამომდინარე სტუდენტების აკადემიური გაცვლები და აკადემიაები პასუხობენ ამ საჭიროებას.

პროექტის მიზნები არის: ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში შესთავაზოს მობილურობა სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლებს, შექმნას დამატებითი კავშირები საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, შესაძლებელი გახადოს იდეათა გაცვლა, გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი, უხელმძღვანელოს საზოგადოებრივ კვლევით სამუშაოებს სახელმწიფო მართვის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 

საქმიანობის ფართო სპექტრი დაიფარება (განხორციელდება) სხვადასხვა აკადემიური დაწესებულებების მიერ, რომლებიც გვთავაზობენ სწავლების სხვადასხვა დონეებს.  აკადემიურ შეთავაზებაზე დაყრდნობით ეს დაწესებულებები (სასწავლებლები)  მიიღებენ კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობის სტუდენტებსა და ლექტორებს, ადგილების განაწილებიდან გამომდინარე, თითოეული სასწავლებელი მოამზადებს აკადემიურ შეთავაზებას და კომბინირებული შეთავაზება დაეგზავნებათ პარტნიორ სასწავლებლებს.

CEEMAN (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია)

2006 წლის ოქტომბერში თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია მიღებული იქნა CEEMAN (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის) წევრად.

CEEMAN წარმოადგენს მენეჯმენტის განვითარების დაწესებულებათა გლობალურ ქსელს, რომელიც დაინტერესებულია მოცემულ დარგში განათლების და ინოვაციების ხარისხის ამაღლებით, ისევე როგორც ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრით. CEEMAN –ში გაერთიანებულია 170 ინსტიტუციონალური და ინდივიდუალური წევრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის 42 ქვეყნიდან.

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი