თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია დაარსდა 2000 წლის 28 მაისს, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული #00064529 ლიცენზიის საფუძველზე. აკადმეიამ მიიღო აკრედიტაცია (#2-19/197 – 04.02.2005) , რომელიც გაცემულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სააკრედიტაციო საბჭოს მიერ. აკადემია ახორციელებს სწავლებას ორი მიმართულებით - სამართალი და ბიზნესის მართვა, ანიჭებს ბაკალავრის ხარისხს როგორც ბიზნესის მართვის, ასევე სამართლის დარგეში. აკადემია გეგმავს მაგისტრატურის სასწავლო პროგრამების დანერგვას როგორც ბიზნესის მართვის ასევე სამართლის მიმართუელებებით. |