06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   მისია, მიზნები და ამოცანები

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მისია

თანამედროვე მოთხოვნების და საბაზრო ეკონომიკის რეალიების შესაბამისად მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის ბაკალავრები და მაგისტრები ბიზნესის ადმინისტრირების დარგში, ხელი შეუწყოს ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას საქართველოში პროფესიონალი ადმინისტრატორების და მენეჯერების მომზადების გზით, შეიტანოს  წვლილი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.


თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები:


მონაწილეობა მიიღოს სპეციალისტების გადამზადების პროგრამებში, ხელი შეუწყოს ბიზნესის ადმინისტრირების დარგში მოღვაწე სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში;

ხელი შეუწყოს საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მოღვაწე მოქალაქეებს ახალი სპეციალობების დაუფლებაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბიზნესის ადმინისტრირებასა და მართვის პრობლემატიკასთან.

მოიზიდოს მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრები ბიზნესის მართვის დარგში;

შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი და მათი დონის სასწავლო პროგრამები და სასწავლო მასალები,

განუხრელად აამაღლოს სწავლების ხარისხის მაჩვენებლები ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში;

დანერგოს ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში, რაც გულისხმობს თანამედროვე სწავლების მეთოდიკების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნესის მართვის პროგრამების სწავლების პროცესში (ინტერნეტი, დისტანციური სწავლება და ა.შ.)

დახვეწოს არსებული და განავითაროს ახალი სასწავლო პროგრამები და მოდულები ბიზნესის მართვის დარგში საბაზრო ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან შესაბამისად; 

მონაწილეობა მიიღოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებში;

განავითაროს მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების  ბიზნეს ფაკულტეტებთან, აწარმოოს სტუდენტების და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები;

აწარმოოს ერთობლივი პროექტები, შეასრულოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთის წამყვან ბიზნესის და მართვის პროფილის სასწავლებლებთან და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან;

ხელი შეუწყოს წარჩინებულ სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, სემინარებში, სამეცნიერო კონფერენციებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიღებაში;

დახმარება გაუწიოს აკადემიის კურსდამთავრებულებს სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში;

უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში შევიდეს საქართველოს ბიზნესის მართვის პროფილის საუკეთესო და რეიტინგული უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების ხუთეულში. 
  
საბაკალავრო პროგრამის მიზნებია ასევე სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა:
დაეუფლოს ძირითადი სპეციალობის საბაზისო კურსებს;
შეისწავლოს პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი საგნები;
დაეუფლოს წერითი და ვერბალური კომუნიკაციების ჩვევებს;
შეისწავლოს უცხო ენა;
შეასრულოს საბაკალავრო ნაშრომი.

 

პროგრამის შედეგები:

მომზადდებიან ბიზნესის მართვის (ადმინისტირების) აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ:

ეკონომიკური, სამმართველო და სოციალური სფეროს მეცნიერების ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების ცოდნას; მათემატიკური მეთოდების გამოყენებით მნიშვნელოვანი პროცესებისა და პრობლემების კვალიფიციური ანალიზის უნარს; ცოდნას ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე ტენდენციებისა და მისი განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ; პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად სათანადო უნარ-ჩვევებს (კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, სისტემაზე ზემოქმედების  საკუთარი მანერა და სხვა); ბიზნესის განხორციელების თანამედროვე ტენდენციებს; პრაქტიკულად განახორციელოს ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი ფუნქციები და გამოიმუშაოს ადმინისტრირების საკუთარი სტილი.


დასაქმების სფერო:

კერძო და სახელმწიფო საწარმოები, ბიზნეს-სტრუქტურები, ბანკები, საკონსულტაციო კომპანიები, სავაჭრო ორგანიზაციები, სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები და სტრუქტურები. 

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი