06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   ზოგადი ინფორმაცია

ორგანიზაციული სტრუქტურა

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში არსებობს ორი მოდული -   საერთაშორისო სამართალი და ბიზნეს სამართალი. ხოლო სამაგისტრო კურსზე ორი მიმართულება აგრეთვე საერთაშორისო სამართლისა და ბიზნეს სამართლის განხრით.

სასწავლო კურსების ძირითადი პრიორიტეტები

სამართლის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს 20-მდე პროფესორ-მასწავლებელი, რომლებიც თავიანთ პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებენ იურიდიული მეცნიერებების ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორებიცაა სამოქალაქო სამართალი, საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, ბიზნეს სამართალი, ადმინისტრაციული და სახელმწიფო სამართალი.

გარდა ამისა, ლექციები იკითხება ისეთ სპეციფიკურ სფეროებში, როგორებიცაა დაზღვევისა და შრომის სამართალი, აგრეთვე საბანკო, სამეწარმეო, საგადასახადო, აგრეთვე საერთაშორიოს ჰუმანიტარული, საზღვაო, ადამიანის უფლებათა სამართალი. სამართლის ფაკულტეტზე დიდი ყურადღება ეთმობა ევროპის სამართალთან დაკავშირებული საგნების ინტენსიურ შესწავლას. გარდა ამისა, ფაკულტეტზე, კერძოდ კი ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსებზე იკითხება არჩევითი საგნებიც, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულები არიან შესაბამისად საერთაშორისო და ბიზნეს სამართალთან.

სწავლების ძირითადი მეთოდები

სასწავლო კურსის მიმდინარეობის პერიოდში ლექციებთან ერთად გათვალისწინებულია როგორც ზეპირი, აგრეთვე წერითი სემინარების ჩატარება, აგრეთვე დისკუსიების ორგანიზება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აგრეთვე პრეზენტაციების გაკეთება სტუდენტების მიერ.

შეფასების კრიტერიუმები:

ყოველი კურსის ბოლოს ტარდება წერითი გამოცდა. სტუდენტის საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ასპექტები: სტუდენტის აქტიურობა ლექციების მიმდინარეობის პროცესში, ლექციებზე დასწრება, სემინარების, პრეზენტაციებისა და საბოლოო წერითი გამოცდის შედეგები.

შეფასებები შეესაბამება პროცენტებზე დამყარებულ ECTS-ის შეფასებათა ტრანსფერის შკალას.

შეფასების უმაღლესი შედეგია  A, რომელიც იწერება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გამოცდის შედეგი შეფასდა 91-100% - ის ფარგლებში. დანარჩენი ნიშნები იწერება შემდეგნაირად:

                                                              B – 81-90%
                                                              C -  71-80% 
                                                              D -  61-70%   
                                                              E  -  51-60%

თუ სტუდენტმა მიიღო 50%-ზე ნაკლები, ეს ნიშნავს რომ იგი ჩაიჭრა. 50-40%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის ეწერება – FX, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მეტი სამუშაოა საჭირო, ხოლო თუ სტუდენტმა მიიღო  40%-ზე ნაკლები, მას ეწერება F, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი.      

 ფაკულტეტზე არსებული პროგრამების დეტალური აღწერა

როგორც აღინიშნა, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის სამართლის ფაკულტეტზე არსებობს ორი სასწავლო პროგრამა – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა.   

ბაკალავრიატში სწავლების ხანგრძლივობაა 4 წელიწადი, ხოლო მაგისტრატურაში – 2 წელი. გარდა ამისა, ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოსამზადებელი კურსები.

ბაკალავრიატში თითო სემესტრის (სულ არის 8 სემესტრი) განმავლობაში ისწავლება ხუთი საგანი. სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში განისაზღვრება 60 კრედიტით - 30-30 თითო სემესტრში. ერთი კრედიტი უდრის 30 სამუშაო საათს. თითოეულ საგანს ენიჭება შესაბამისი კრედიტი.

ბაკალავრიატში არსებობს ორი მოდული – 1. საერთაშორისო სამართალი და ბიზნეს სამართალი. აქედან გამომდინარე, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსებზე სტუდენტებს წაეკითხებათ ლექციები ისეთ არჩევით დისციპლინებში, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისად საერთაშორისო და ბიზნეს სამართლის სპეციალობებთან. 4 წლის სწავლების შემდეგ აკადემიის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის ხარისხი.

სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამას გააჩნია ორი მიმართულება – საერთაშორისო სამართლის და ბიზნეს სამართლის. სწავლა მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ოთხ სემესტრს. თითოეულ სემესტრში იკითხება ხუთი საგანი, ხოლო რაც შეეხება ბოლო-მეოთხე სემესტრს, ამ სემესტრის განმავლობაში სტუდენტის მიერ მიმდინარეობს სამაგისტრო თემაზე მუშაობა. მაგისტრატურის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.

გარდა ამისა, სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოსამზადებელი კურსები, სადაც სამართლის საკითხების შესწავლასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა ინგლისური ენის სამართლის განხრით ინტენსიურ შესწავლას.

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი