06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   ზოგადი ინფორმაცია

ორგანიზაციული სტრუქტურა

ეკონომიკის და სამართლის აკადემიაში ფუნქციონირებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.

გამოცდილების სფეროები

ფაკულტეტზე მუშაობს თხუთმეტი ასოცირებული პროფესორი და პროფესორის ასისტენტი, რომლებიც წარმოადგენენ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ძირითად ბირთვს და კომპეტენტურია ბიზნესის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, ხარჯთაღრიცხვა, ორგანიზაციული ქცევა და ა.შ.

ამას გარდა, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს გააჩნიათ გამოცდილება და ცოდნა ისეთ სფეროებში როგორიცაა კორპორატიული ფინანსები, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ვაჭრობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია, ფინანსური მოდელირება, ინვესტიციების ანალიზი, პროექტების და ოპერაციების მენეჯმენტი, საბანკო საქმე, სამეწარმეო კანონმდებლობა და ა.შ.

ფაკულტეტის საბჭო

ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე მუშაობს ფაკულტეტის საბჭო, რომელიც წარმოადგენს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების განვითარების საკონსულტაციო ორგანოს. ფაკულტეტის საბჭოს არჩეულია შემდეგი შემადგენლობით:

1. ნანა რიჟამაძე, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში;
2. ვალერი ნანობაშვილი, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი;
3. თემურ შენგელია, პროფესორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი;
4. ლალი ჩაგელიშვილი, პროფესორი, თსუ-ს მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
5. ნინო ჯოჯუა, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის აკადემიური ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი

სწავლების მეთოდები

სემინარები, ლექციები, წერილობითი მემოები, ზეპირი პრეზენტაციები, კეისების გარჩევა, პრაქტიკული სავარჯიშოები, წერილობითი ტესტები და გამოცდები.

სტუდენტების შეფასების მეთოდები

წერილობითი გამოცდა თითოეული კურსის ბოლოს.

ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედებს შეფასების შემდეგი სისტემა:

შეფასების უმაღლესი შედეგია A, რომელიც იწერება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გამოცდის შედეგი შეფასდა 91%-100% - ის ფარგლებში. დანარჩენი ნიშნები იწერება შემდეგნაირად:

 B – 81-90%
 C - 71-80% 
 D - 61-70% 
 E - 51-60%

თუ სტუდენტმა მიიღო 50%-ზე ნაკლები, ეს ნიშნავს რომ იგი ჩაიჭრა. 50-40%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის ეწერება – FX, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მეტი სამუშაოა საჭირო, ხოლო თუ სტუდენტმა მიიღო 40%-ზე ნაკლები, მას ეწერება F, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. F

დეპარტამენტის პროგრამების ზოგადი აღწერა

ბიზნესის მართვის ბაკალავრის ხარისხი (BBA) მიენიჭებათ სტუდენტებს 240 ECTS კრედიტის დაგროვების შემდგომ, რაც ნორმალურად შეადგენს ოთხწლიან (რვა სემესტრი) სასწავლო პროგრამას. ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი (MBA) მიენიჭებათ ბაკალავრის ან ექვივალენტური ხარისხის მქონე პირებს 120 ECTS კრედიტის დაგროვების შემდგომ, რაც ნორმალურ შემთხვევაში შეადგენს ორწლიანი (ოთხი სემესტრი) სწავლების კურსს.

სერტიფიცირების პროგრამები ანიჭებენ კერძო პირებს სერტიფიკატს შესაბამის დარგში მოკლევდიანი სწავლების და ტრენინგ-კურსების გავლის შემდეგ.

საგნების კოდების განაწილება

მოსამზადებელი კურსები
მოსამზადებელი კურსი ბიზნესში                       BP  XXX


ზოგადი და სასერტიფიკატო კურსები

ბიზნესის ბაკალავრი       (BBA)                              BBA  XXXX
ბიზნესის მაგისტრატურა (MBA)                           MBA XXXX
სასერტიფიკატო კურსები                                       CERTXXXX


ბიზნესის მართვა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა)

მენეჯმენტი                                                             1000
ეკონომიკა                                                                2000
ფინანსები                                                                3000
მარკეტინგი                                                             4000
ბუღალტერია                                                          5000
ტურიზმი                                                                 6000
საკანონმდებლო                                                     7000
კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექ.            8000
ზოგადი                                                                    9000

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი