სასწავლო გეგმა
კურიკულუმი ფაკულტეტი სამართლის
სპეცილობა სამართალმცოდნეობა
კვალიფიკაციის დონე ბაკალავრი
სწავლების ფორმა: დღის დასწრებული სწავლების ხანგეძლივობა 4 წელი (240 ECTS )
მისანიჭებელი ხარისხი: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი მიღების მოთხოვნები ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე
პროგრამის მიზნები:
პროგრამის ძირითადი მიზანია მომზადდეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამართლის სპეციალისტი, რომლის ძირითადი უნარ-ჩვევები ეფუძნება ბიზნესის სამართლის მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული საქმიანობის ურთიერთშეწყობას. ბაკალავრის პროგრამის ძირითადი მოცულობა გადანაწილებულია შემდეგი ძირითადი საკითხების შესწავლაზე: დაზღვევისა და შრომის სამართალი, აგრეთვე საბანკო, სამეწარმეო და საგადასახადო სამართალი და სხვა. ასევე აუცილებელია ბიზნესის სამართლის პრაქტიკული ელემენტებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის მართვის სტანდარტების ცოდნა,
საბოლოო შეფასება:
პროგრამა მთავრდება საბაკალავრო თეზისის წარდგენით პროგრამის ათვისების შემდგომ სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში
პროფესიული სტატუსი: ბიზნესის სამართლის ბაკალავრის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს იურიდიულ ფირმებში, კერძო კომპანიებში, ბანკებში, კომერციულ ორგანიზაციებში და სხვა საინვესტიციო პროექტებში სასწავლო პროგრამის აღწერა
პროგრამის მოცულიბაა 240 ECTS კრედიტი, სწავლების ხანგრძლივობაა 4 წელიწადი, სულ არის 8 სემესტრი, თითო სემესტრში ისწავლება 5 საგანი, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში არის 60 კრედიტი, ერთ სემესტრში 30 კრედიტი. ერთი კრედიტი უდრის 30 სამუსაო საათს. თითოეულ საგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი კრედიტი
ბაკალავრიატის პროგრამა შედგება საბაზისო სწავლების მოდულებისაგან. არასპეციალობის საგნებისა და უცხო ენის მოდულისაგან და სპეციალობის საგნების მოდულებისაგან. მოდულში გაერთიანებული საგნები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და შესაძლებებლია ცალკეული საგნის ჩაბარება იყოს სხვა საგნის მოსმენის წინაპირობა. თითოეული საგნის შეცვლა შესაძლებელია. საგნების სტატუსი; სავალდებულო და არჩევითი
მოდულის მიზანი:
სტუდენტმა უკეთესად შეითვისოს თავისი სპეციალობა და სურვილის მიხედვითშეარჩიოს სხვა მომიჯნავე საგნებიც, რომლებიც გააღრმავებს არჩეულ სპეციალობაში მიღებულ ცოდნას მოდულის შეფასება:
მოდულში შემავალი საგნები ფასდება ცალ-ცალკე, ხოლო მოდული ფასდება ერთი ნიშნით ( ცალკეული საგნების საშუალო არითმეტიკული, ან განისაზღვრება თითოეული საგნის ხვედრითი წილი) შეფასების ფორმის შესაბამისად განისაზღვრება სტუდენტის მიერ მოდულის კრედიტების შესრულება სწავლების ძირითადი მეთოდები:
სასწავლო კურსის მიმდინარეობის პერიოდში ლექციებთან ერთად გათვალისწინებული როგორც ზეპირი, აგრეთვე წერითი სემინარების ჩატარება, აგრეთვე დისკუსიების ორგანიზება სხვადსხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აგრეთ პრეზენტაციები გაკეთება სტუდენტების მიერ შედეგი
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს ექნება ფუნდამენტური წარმოდგენა საქართველოს სამართლებრივ სივრცეზე, სამართლის სხვადასხვა დარგებსა და საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებზე. ასევე მას ექნება შესაძლებლობა მიღებული ცოდნის საფუძველზე იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და დაიკავოს მაღალანაზღაურებადი პოზიცია. კურსდამთავრებული მიიღებს იურისტისათვის ყველა აუცილებელ უნარ-ჩვევას მომავალი სამართალწარმოებისათვის. Aასევე მას ექნება ბაზისი სამართლის მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.
შეფასების კრიტერიუმები:
ყოველი კურსის ბოლოს ტარდება წერითი გამოცდა, სტუდენტის საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ასპექტები: სტუდენტის აქტიურობა ლექციების მიმდინარეობის პროცესში, ლექციებზე დასწრება, სემინარების, პრეზენტაციებისა და საბოლოო წერითი გამოცდების შედეგები.
შეფასება შეესაბამება პროცენტებზე დამყარებულ ECTS შეფასებათა ტრანსფერის შკალას. შეფასების უმაღლესი შედეგია A, რომელიც იწერება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გამოცდის შედეგი შეფასდა 91-100% -ის ფარგლებში, დანარჩენი შეფასებები ასეთია; B 81-90%, ჩ 71-80%. D_61-70%. E 51-60%, თუ სტუდენტმა მიიღო 50 % ზე ნაკლები ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჩაიჭრა, 50-40 % -ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს ეწერება FX, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მეტი სამუშაოა საჭირო, ხოლო თუ სტუდენტმა მიიღო 40 %-ზე ნაკლები, მას ეწერება F, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა სასწავლო გეგმა
სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა (LLB) I სემესტრი
LLB 7001 შესავალი სამართალმცოდნეობაში (7 ECTS კრედიტი)
LLB 7004 ინგლისური ენა (6 ECTS კრედიტი)
LLB 3001 საკონსტიტუციო სამართალი (ზოგადი დებულებები) (7 ECTS კრედიტი)
LLB 7008 ქართული სამართლის ისტორია (5 ECTS კრედიტი)
LLB 7009 სახელწმიფოსა და სამართლის ისტორია (5 ECTS კრედიტი)
II სემესტრი
LLB 2001 სამოქალაქო სამართალი (ზოგადი დებულებები) (7 ECTS კრედიტი)
LLB 3002 საკანონმდებლო ტექნიკა (6 ECTS კრედიტი)
LLB 7004 ინგლისური ენა (6 ECTS კრედიტი)
LLB 7003 პოლიტოლოგია (5 ECTS კრედიტი)
LLB 4001 სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) (6 ECTS კრედიტი)
III სემესტრი
LLB 1001 შესავალი საერთაშორისო სამართალში (7 ECTS კრედიტი)
LLB 2002 სანივთო (ქონებრივი) სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLB 2006 გარიგებითი სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 4002 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (5 ECTS კრედიტი)
LLB 3003 შედარებითი კონსტიტუციური სამართალი (5 ECTS კრედიტი)
IV სემესტრი
LLB 2003 ინტელექტუალური სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 6002 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (6 ECTS კრედიტი)
LLB 5002 სამოქალაქო სამართლის პროცესი (6 ECTS კრედიტი)
LLB 6001 ადმინისტრაციული სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 5003 სისხლის სამართლის პროცესი (6 ECTS კრედიტი)
V სემესტრი
LLB 1003 ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 1005 ევროპის სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLB 7002 საერთაშორისო ორგანიზაციები (7 ECTS კრედიტი)
LLB 7010 საერთაშორისო საზღვაო სამართალი (5 ECTS კრედიტი)
LLB 7011 საარჩევნო სამართალი (5 ECTS კრედიტი)
VI სემესტრი
LLB 2004 საჯარო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 1004 საერთაშორისო სავაჭრო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 2005 სადაზღვევო კანონმდებლობა (6 ECTS კრედიტი)
LLB 2008 სამეწარმეო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 2007 საბანკო სამართალი (6 ECTS კრედიტი) VII-VIII სემესტრი პრაქტიკა (4 ECTS კრედიტი) სადიპლომო ნამუშევარი (6 ECTS კრედიტი) არჩევითი საგნები LLB 1006 ამერიკის შეერთებული შტატების სამართლის სისტემა (5 ECTS კრედიტი)
LLB 7006 დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდები (7 ECTS კრედიტი)
LLB 7007 გაკოტრების სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLB 1007 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (5 ECTS კრედიტი)
LLB 4003 საერთაშორისო სისხლის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 1008 ევროგაერთაინების სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 1009 მიგრაციული სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLB 7012 საერთაშორისო უერთიერთობები (6 ECTS კრედიტი)
LLB 7013 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზი (6 ECTS კრედიტი) LLB 7014 განთლების სამართალი (6 ECTS კრედიტი) LLM-1004 დიპლომატიური და საკონსულო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-3000 ინგლისური (6 ECTS კრედიტი)
LLM-1006 გაეროს სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1007 საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (5 ECTS კრედიტი)
LLM-1000 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (7 ECTS კრედიტი) სასწავლო გეგმა
კურიკულუმი ფაკულტეტი სამართლის
სპეციალობა სამართალმცოდნეობა
კვალიფიკაციის დონე: მაგისტრატურა
სწავლების ფორმა: დღის დასწრებული
ხანგრძლივობა: 2 წელი (120 ECTS)
მისანიჭებელი ხარიხსი: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი
მიღების მოთხოვნები: სამართლის ბაკალავრის დიპლომი
პროგრამის მიზნები: პროგრამის ძირითადი მიზანია მომზადდეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, რომლის ძირითადი უნარ-ჩვევები ეფუძნება ბიზნესის სამართლის მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული საქმიანობის ურთიერთშეწყობას. მაგისტრატურის პროგრამის ძირითადი მოცულობა გადანაწილებულია შემდეგ ძირითადი საკითხების შესწავლაზე: დაზღვევისა და შრომის სამართალი, აგრეთვე საბანკო, სამეწარმეო, საგადასახადო, დას ხვ. ასევე საერთაშორისო სამართლის პრაქტიკული ელემენტებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის მართვის სტანდარტების ცოდნა.
საბოლოო შეფასება: პროგრამა მთავრდება სამაგისტრო თეზისის წარდგენით.
პროფესიული სტატუსი: საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს იურიდიულ ფირმებში, კერძო კომპანიებში, ბანკებში, კომერციულ ორგანიზაციებში და სხვა საინვესტიციო პროექტებში.
შედეგი
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გაიღრმავებს ცოდნას საქართველოს სამართლებრივ სივრცეზე, სამართლის სხვადასხვა დარგებსა და საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა დარგების პრინციპებზე და საერთაშორისო ნორმატივებზე. ასევე მას ექნება შესაძლებლობა მიღებული ცოდნის საფუძველზე იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და დაიკავოს და დაწინაურდეს მაღალანაზღაურებადი პოზიცია. კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიონალი იურისტისათვის ყველა აუცილებელ უნარ-ჩვევას სამართალწარმოების უკეთ განსახორციელებლად. ასევე მას ექნება ბაზისი სამართლის დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად.
სასწავლო პროგრამის აღწერა:
პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი
წელიწადში – 60 კრედიტი, სემესტრში – 30 კრედიტი. 1 კრედიტი ტოლია 30 სამუშაო საათის
მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის მოდულები
მაგისტრატურის პროგრამა შედგება საბაზისო სწავლების მოდულებისაგან, არასპეციალობის საგნებისა და სპეციალობის საგნების მოდულებისაგან.
მოდულში გაერთიანებული საგნები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და შესაძლებელია ცალკეული გამოცდის ჩაბარება იყოს სხვა საგნის მოსმენის წინაპირობა. თითოეული მიმართულების საგნის შეცვლა შესაძლებელია.
მოდულის შეფასება: მოდულში შემავალი საგნები ფასდება ცალ-ცალკე, ხოლო მოდული ფასდება ერთი ნიშნით (ცალკეული საგნების საშუალო არითმეტიკული და ან განიზაღღვრება თითოეული საგნის ხვედრითი წილი). შეფასების ფორმის შესაბამისად განისაზღვრება სტუდენტის მიერ მოდულის კრედიტების შესრულება.
სწავლების ძირითადი მეთოდები: სასწავლო კურსის მიმდინარეობის პერიოდში ლექციებთან ერთად გათვალისწინებულია როგორც ზეპირი, აგრეთვე წერითი სემინარების ჩატარება, აგრეთვე დისკუსიების ორგანიზება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აგრეთვე პრეზენტაციების გაკეთება სტუდენტების მიერ.
შეფასების კრიტერიუმები: ყოველი კურსის ბოლოს ტარდება წერითი გამოცდა. სტუდენტის საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ასპექტები: სტუდენტის აქტიურობა ლექციების მიმდინარეობის პროცესში, ლექციებზე დასწრება, სემინარების, პრეზენტაციებისა და საბოლოო წერითი გამოცდის შედეგები.
შეფასებები შეესაბამება პროცენტებზე დამყარებულ ECTS -ის შეფასებათა ტრანსფერის შკალას.
შეფასების უმაღლესი შედეგია A, რომელიც იწერება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გამოცდის შედეგი შეფასდა 91-100% - ის ფარგლებში. დანარჩენი ნიშნები იწერება შემდეგნაირად:
B – 81-90%
C- 71-80%
D- 61-70%
E- 51-60%
თუ სტუდენტმა მიიღო 50%-ზე ნაკლები, ეს ნიშნავს რომ იგი ჩაიჭრა. 50-40%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის ეწერება – FX, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მეტი სამუშაოა საჭირო, ხოლო თუ სტუდენტმა მიიღო 40%-ზე ნაკლები, მას ეწერება F, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი.
მაგისტრატურაში თითო სემესტრის (სულ არის 4 სემესტრი) განმავლობაში ისწავლება ხუთი საგანი. სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში განისაზღვრება 60 კრედიტით - 30-30 თითო სემესტრში. ერთი კრედიტი უდრის 30 სამუშაო საათს. თითოეულ საგანს ენიჭება შესაბამისი კრედიტი.
სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამას გააჩნია ორი მიმართულება – საერთაშორისო სამართლის და ბიზნეს სამართლის. სწავლა მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ოთხ სემესტრს. თითოეულ სემესტრში იკითხება ხუთი საგანი, ხოლო რაც შეეხება ბოლო-მეოთხე სემესტრს, ამ სემესტრის განმავლობაში სტუდენტის მიერ მიმდინარეობს სამაგისტრო თემაზე მუშაობა. მაგისტრატურის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. და შესაძლებლობა ეძლევა სწავლა განაგრძოს დოქტურანტურაში . სასწავლო პროგრამის – კურიკულუმის შემადგენელი პროგრამული ელემენტების 180 კრედიტის განაწილების სქემა შემდეგია. საერთაშორისო სამართლის მოდული I სემესტრი
LLM-1004 დიპლომატიური და საკონსულო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-3000 ინგლისური (6 ECTS კრედიტი)
LLM-1006 გაეროს სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1007 საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (5 ECTS კრედიტი)
LLM-1000 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (7 ECTS კრედიტი)
II სემესტრი
LLM-4001 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-4000 საერთაშორისო ბიზნეს სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-3000 ინგლისური (6 ECTS კრედიტი)
LLM-2001 ევროგაერთიანების კონსტიტუციური და ინსტიტუციური სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-4002 საერთაშორისო შრომის სამართალი (5 ECTS კრედიტი)
არჩევითი საგნები LLM-1001 საერთაშორისო საზღვაო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1002 საერთაშორისო სისხლის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1003 გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1005 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-2000 ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციები (6 ECTS კრედიტი)
LLM-6003 საერთაშორისო კორპორაციული სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-6000 საერთაშორისო საბანკო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6001 საერთაშორისო საგადასახადო სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-6002 საერთაშორისო გაკოტრების სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6009 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სამართალი (5 ECTS კრედიტი) IV სემესტრი სამაგისტრო თემაზე მუშაობა (30 ECTS კრედიტი) ბიზნესის სამართლის მოდული I სემესტრი LLM-4001 მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6006 ევროგაერთიანების სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6007 საერთაშორისო კომერციული სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-6008 საერთაშორისო საკონტრაქტო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-3000 ინგლისური (5 ECTS კრედიტი) II სემესტრი
LLM-6003 საერთაშორისო კორპორაციული სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-6004 მიწის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6005 ფასიანი ქაღალდების სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-3000 ინგლისური (5 ECTS კრედიტი)
LLM-5000 საქართველოს ეკონომიკა და ბიზნეს გარემო (5 ECTS კრედიტი) არჩევითი საგნები LLM-1001 საერთაშორისო საზღვაო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1002 საერთაშორისო სისხლის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1003 გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-1005 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-2000 ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციები (6 ECTS კრედიტი) LLM-4002 საერთაშორისო შრომის სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6000 საერთაშორისო საბანკო სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6001 საერთაშორისო საგადასახადო სამართალი (7 ECTS კრედიტი)
LLM-6002 საერთაშორისო გაკოტრების სამართალი (6 ECTS კრედიტი)
LLM-6009 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სამართალი (5 ECTS კრედიტი) IV სემესტრი სამაგისტრო თემაზე მუშაობა (30 ECTS კრედიტი) |