09.09.2010 - www.ael.ge switch to English
   სასწავლო გეგმა

კურიკულუმი

   

    ბიზნესის მართვის ბაკალავრი

   


ფაკულტეტის დასახელება                              ბიზნესის  მართვის  ფაკულტეტი 

სპეციალობა                                                       ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი        ბიზნესის მართვის ბაკალავრი            

კვალიფიკაციის დონე                                        აკადემიური

სწავლების ფორმა, პრაქტიკული მეცადინეობები                          ლექციები,  სემინარები,  კოლოქვიუმები,

სწავლების ხანგრძლივობა                რვა აკადემიური  სემესტრი,  240 ECTS კრედიტი

   
მიღების მოთხოვნები   –  საქართველოს მოქალაქეებისათვის –საშუალო სკოლის განათლება, პროფესიული განათლება, ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო ჩაბარების შედეგად. უცხოეთის მოქალაქეებისათვის – განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით

ხელი შეუწყოს საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მოღვაწე მოქალაქეებს ახალი სპეციალობების დაუფლებაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან საფინანსო მენეჯმენტთან  ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში

მოიზიდოს მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრები საფინანსო მენეჯემენტის დარგში; 

შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი და მათი დონის სასწავლო პროგრამები და სასწავლო მასალები საფინანსო მენეჯმენტის დარგში, 

განუხრელად აამაღლოს სწავლების ხარისხის მაჩვენებლები საფინანსო მენეჯმენტის პროგრამაში  არსებულ  საგანმანათლებლო პროგრამებში;

დანერგოს ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში, რაც გულისხმობს თანამედროვე სწავლების მეთოდიკების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ფინანსური მენეჯმენტის  პროგრამების სწავლების პროცესში (ინტერნეტი, დისტანციური სწავლება და ა.შ.)

პროგრამის მიზნებია ასევე სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა:დაეუფლოს ძირითადი სპეციალობის საბაზისო კურსებს; შეისწავლოს პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი საგნები; დაეუფლოს წერითი და ვერბალური კომუნიკაციების ჩვევებს; შეისწავლოს უცხო ენა;

პროგრამის მოცულიბაა  240  ECTS კრედიტი, სწავლების ხანგრძლივობაა 4 წელიწადი, სულ არის 8 სემესტრი, თითო სემესტრში ისწავლება 5 საგანი, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში არის  60 კრედიტი, ერთ სემესტრში  30 კრედიტი. ერთი კრედიტი უდრის 30  სამუსაო საათს. თითოეულ საგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი კრედიტი 

შეფასების კრიტერიუმები

ყოველი კურსის ბოლოს ტარდება წერითი გამოცდა, სტუდენტის საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ასპექტები: სტუდენტის აქტიურობა ლექციების მიმდინარეობის პროცესში, ლექციებზე დასწრება, სემინარების, პრეზენტაციებისა და საბოლოო წერითი გამოცდების შედეგები. 

შეფასება შეესაბამება პროცენტებზე დამყარებულ ECTS შეფასებათა ტრანსფერის შკალას. შეფასების უმაღლესი შედეგია A, რომელიც იწერება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გამოცდის შედეგი შეფასდა 91-100% -ის ფარგლებში, დანარჩენი შეფასებები ასეთია;  B   81-90%,  ჩ 71-80%.  D_61-70%.  E 51-60%, თუ სტუდენტმა მიიღო 50 % ზე ნაკლები ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჩაიჭრა, 50-40 % -ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს ეწერება FX, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მეტი სამუშაოა საჭირო, ხოლო თუ სტუდენტმა მიიღო 40 %-ზე ნაკლები, მას ეწერება  F, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა

პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტს უფლება ეძლევა სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში 

საბოლოო შეფასება –პროგრამა შეფასდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: სწავლების ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც გამოიხატება როგორც სტუდენტების ყოველსემესტრულ ანონიმურ გამოკითხვაში, ასევე ლექცია სემინარებზე დეკანატის წარმომადგენლების დასწრებით. პროგრამა ასევე შეფასდება ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა შესაბამისი კვალიფიკაციის და დონის სამუშაოზე მოწყობის რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

შედეგი

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტს ეცოდინება ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები, ჩამოუყალიბდება ბიზნესის სამართავად აუცილებელი უნარ-ჩვევები და მიიღებს ბიზნესის მართვის კვალიფიკაციას. სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მიღებული ცოდნის საფუძველზე იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და იპოვოს მაღალანაზღაურებადი პოზიცია. 

პროფესიული სტატუსი – მომზადდებიან ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს საფინანსო მენეჯმენტის და აუდიტის სფეროებში. დასაქმების სფეროები მოიცავს საფინანსო, ეკონომიკური ან ნებისმიერი ამ სფეროებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს და სტრუქტურებს.


                                 მთლიანი სასწავლო პროგრამის აღწერა

I სემესტრი

    BBA   9001 ინგლისური ენა (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  9002 მათემატიკა (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  1001 შესავალი ბიზნესის მენეჯმენტში (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  1002 ბიზნეს კომუნიკაციები (5 ECTS 
კრედიტი)

    BBA  8001 საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესში (5 ECTS 
კრედიტი)

    II
სემესტრი

    BBA   9005 ინგლისური ენა (ბიზნესში) (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  2001  შესავალი ეკონომიკაში (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  9004 ორგანიზაციული ურთიერთობები (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  9009 ეკონომიკური გეოგრაფია (5 ECTS 
კრედიტი)

    BBA  9007 აკადემიური წერა (5 ECTS 
კრედიტი)

    II
კურსი

    III
სემესტრი 

    BBA  3001 შესავალი ფინანსურ მენეჯმენტში (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  4001 შესავალი მარკეტინგის მენეჯმენტში (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  1005 სტრატეგიული მენეჯმენტი (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  1003 საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი (5 ECTS 
კრედიტი)

    BBA  2002 მიკროეკონომიკა (5 ECTS 
კრედიტი)

    IV
სემესტრი

    BBA  2003 მაკროეკონომიკა (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  5001 საბუღალტრო აღრიცხვა (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  7001 სამეწარმეო სამართალი (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  4002 საზოგადოებასთან ურთიერთობები (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  9006 ზოგადი ფსიქოლოგია (5 ECTS 
კრედიტი)

    III
კურსი

    V
სემესტრი

    BBA  3009 ფასიანი ქაღალდების ბაზარი (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA 2004 სტატისტიკა ბიზნესსა და ეკონომიკაში (6  ECTS 
კრედიტი)

    BBA  5003 გადასახადები და დაბეგვრა (5 ECTS 
კრედიტი)

    BBA  3006 ინვესტიციები (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  3008 ფინანსები და კრედიტი (6 ECTS 
კრედიტი)

    V
I სემესტრი

    BBA  3007 საბანკო საქმე (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA 1006 ოპერაციების მენეჯმენტი (6  ECTS 
კრედიტი)

    BBA  9014 კომუნიკაციის მენეჯმენტი  (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  1007 სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია (6 ECTS
კრედიტი)

    BBA  1004 ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (6 ECTS 
კრედიტი)

VII-VIII სემესტრი

პრაქტიკა (4 ECTS  კრედიტი)

სადიპლომო ნამუშევარი (6 ECTS კრედიტი)

 არჩევითი საგნები

    BBA  5005 აუდიტი (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  5006 გადახდის თანამედროვე სისტემები (5 ECTS 
კრედიტი)

    BBA  3011 საწარმოს ფინანსები (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  3012 საკრედიტო პოლიტიკა და საკრედიტო რისკი (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  3013 საერთაშორისო საფინანსო ბაზრები  და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (6 ECTS 
კრედიტი)

    BBA  5007 აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  5008 აღრიცხვისა და საფინანსო ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (7 ECTS 
კრედიტი)

    BBA  9012 საგადასახადო შემოწმების ორგანიზაცია და დაგეგმვა(6  ECTS 
კრედიტი)

    BBA  6001 ტურიზმის ეკონომიკა    (5  ECTS კრედიტი)

   
BBA  6002 მარკეტინგი ტურისტულ ბიზნესში  (7 ECTS  კრედიტი)

   
BBA  6003 ტურისტული ბიზნესის  ორგანიზება  (6  ECTS კრედიტი)

   
BBA  6004 ტურიზმის მენეჯმენტი   (6  ECTS კრედიტი)

   
BBA  6005 ტუროპერეიტინგი    (5 ECTS კრედიტი)

   
BBA  6006 ეკოტურიზმი    (5 ECTS კრედიტი)

   
BBA  6007 მსოფლიოს ტურისტული ცენტრები  (5 ECTS  კრედიტი)

   
BBA  6008 ტურიზმის ინფრასტრუქტურა  (5  ECTS კრედიტი)

   
BBA  6009 საქართველოს ტურიზმი   (5  ECTS კრედიტი)


 



    ბიზნესის მართვის მაგისტრატურა


ფაკულტეტის დასახელება                               ბიზნესის მართვის  ფაკულტეტი 

სპეციალობა                                                            ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი           ბიზნესის მართვის  მაგისტრი 

კვალიფიკაციის დონე                                          აკადემიური

სწავლების ფორმა, პრაქტიკული მეცადინეობები                        ლექციები, სემინარები, კოლოქვიუმები,

სწავლების ხანგრძლივობა                                  ოთხი აკადემიური სემესტრი, 120 ECTS კრედიტი 

    მიღების მოთხოვნები – საქართველოს მოქალაქეებისათვის –ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული განათლების მიღების დამადასტურებელი მოწმობა (ხუთწლიანი , ერთსაფეხურიანი სწავლების კურსდამთავრებული დიპლომირებული სპეციალისტი). უცხოეთის მოქალაქეებისათვის – განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით

პროგრამის მიზნმონაწილეობა მიიღოს სპეციალისტების გადამზადების პროგრამებში, ხელი შეუწყოს ბიზნესის ადმინისტრირების დარგში მოღვაწე სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში;

მოამზადოს მენეჯერები ბიზნესის ადმინისტრირების დარგში, რომლებიც დაიკავებენ მაღალი რანგის თანამდებობებს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში;

შექმნას მაგისტრატურისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი და მათი დონის სასწავლო პროგრამები და სასწავლო მასალები,

განუხრელად აამაღლოს სწავლების ხარისხის მაჩვენებლები მაგისტრატურაში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში;

დანერგოს ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში, რაც გულისხმობს თანამედროვე სწავლების მეთოდიკების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნესის მართვის პროგრამების სწავლების პროცესში (ინტერნეტი, დისტანციური სწავლება და ა.შ.)

დახვეწოს არსებული და განავითაროს ახალი სასწავლო პროგრამები და მოდულები ბიზნესის მართვის დარგში საბაზრო ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან შესაბამისად; 

მონაწილეობა მიიღოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებში;

განავითაროს მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების  ბიზნეს ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებთან, აწარმოოს სტუდენტების და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები;

აწარმოოს ერთობლივი პროექტები, შეასრულოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთის წამყვან ბიზნესის და მართვის პროფილის სასწავლებლებთან და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან;

დახმარება გაუწიოს აკადემიის კურსდამთავრებულებს სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში;

პროგრამის მოცულიბაა  240 ECTS კრედიტი, სწავლების ხანგრძლივობაა 4 წელიწადი, სულ არის 8 სემესტრი, თითო სემესტრში ისწავლება 5 საგანი, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში არის  60 კრედიტი, ერთ სემესტრში  30 კრედიტი. ერთი კრედიტი უდრის 30  სამუსაო საათს. თითოეულ საგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი კრედიტი

შეფასების კრიტერიუმები

ყოველი კურსის ბოლოს ტარდება წერითი გამოცდა, სტუდენტის საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ასპექტები: სტუდენტის აქტიურობა ლექციების მიმდინარეობის პროცესში, ლექციებზე დასწრება, სემინარების, პრეზენტაციებისა და საბოლოო წერითი გამოცდების შედეგები.

შეფასება შეესაბამება პროცენტებზე დამყარებულ ECTS შეფასებათა ტრანსფერის შკალას. შეფასების უმაღლესი შედეგია A, რომელიც იწერება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გამოცდის შედეგი შეფასდა 91-100% -ის ფარგლებში, დანარჩენი შეფასებები ასეთია; B   81-90%,  ჩ  71-80%. D_61-70%.  E 51-60%, თუ სტუდენტმა მიიღო 50 % ზე ნაკლები ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჩაიჭრა, 50-40 % -ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს ეწერება FX, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მეტი სამუშაოა საჭირო, ხოლო თუ სტუდენტმა მიიღო 40 %-ზე ნაკლები, მას ეწერება  F, რაც ნიშნავს რომ გამოცდის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა

პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტს უფლება ეძლევა სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში

საბოლოო შეფასება – ბიზნესის მართვის მაგისტრატურის პროგრამა შეფასდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: სწავლების ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც გამოიხატება როგორც სტუდენტების ყოველსემესტრულ ანონიმურ გამოკითხვაში, ასევე ლექცია სემინარებზე დეკანატის წარმომადგენლების დასწრებით. მოცემული პროგრამა ასევე შეფასდება მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა შესაბამისი კვალიფიკაციის და დონის სამუშაოზე მოწყობის რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს დოქტურანტურაში

შედეგი

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტს არა მხოლოდ ეცოდინება ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები, ჩამოუყალიბდება ბიზნესის სამართავად აუცილებელი უნარ-ჩვევები და მიიღებს ბიზნესის მართვის კვალიფიკაციას, არამედ მას ექნება შესაძლებლობა მიღებული ინფორმაციისა და გამოცდილების საფუძველზე დაკავდეს სამეცნიერო კვლევით და სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში. ასევე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მიღებული ცოდნის საფუძველზე იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და სამსახურებრივად დაწინაურდეს, დაიკავოს მაღალანაზღაურებადი პოზიცია.

პროფესიული სტატუსი – მომზადდებიან ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს მართვის და ორგანიზაციული ლიდერობის სფეროებში. დასაქმების სფეროები მოიცავს ეკონომიკური ან მართვის ნებისმიერ საკითხებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს და სტრუქტურებს.



მთლიანი სასწავლო პროგრამის აღწერა


ბიზნესის  მართვის მაგისტრატურის (MBA) სასწავლო  კურსი 

I სემესტრი

   
MBA  4001 საერთაშორისო ბიზნესის გარემო (7 ECTS  კრედიტი)

   
MBA  2001 სტატისტიკური ანალიზი მენეჯერებისათვის (7  ECTS  კრედიტი)

   
MBA  3001 ფინანსური მენეჯმენტი (6 ECTS  კრედიტი)

   
MBA  1001 ბიზნეს კომუნიკაციები მენეჯერებისათვის (5  ECTS  კრედიტი

   
MBA  8001 საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესში (5 ECTS  კრედიტი)

   

    II
სემესტრი

   
MBA  1002 მენეჯერული ანგარიშგება (7 ECTS  კრედიტი)

   
MBA  2003 მიკროეკონომიკა (7 ECTS  კრედიტი)

   
MBA  1004 ორგანიზაციული ურთიერთობები (6 ECTS  კრედიტი)

   
MBA  3002 კორპორატიული ფინანსები (5 ECTS  კრედიტი)

   
MBA  4002 მარკეტინგის მენეჯმენტი (5 ECTS  კრედიტი)

   

    II
კურსი

    III
სემესტრი

   
MBA  1003 სტრატეგიული მენეჯმენტი (7 ECTS  კრედიტი)

   
MBA  9001 სამეწარმეო სამართალი (7 ECTS  კრედიტი)

   
MBA  3003 ფინანსური ანალიზი (6 ECTS  კრედიტი)

   
MBA  2004 საერთაშორისო ეკონომიკა (5 ECTS  კრედიტი

   
MBA  4003 მარკეტინგული კვლევა (5 ECTS  კრედიტი)

   

    IV
სემესტრი

   
სამაგისტრო თეზისი (20 ECTS  კრედიტი)

   
საწარმოო პრაქტიკა (10 ECTS  კრედიტი)

   ძიება  
 
   სიახლენი
 
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი