06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   კონფერენციები და სემინარები

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია (CEEMAN), რომლის წევრიცაა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია, 2007 წლის 27 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში საბანცის უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე ატარებს დეკანთა და დირექტორთა შეხვედრას. შეხვედრის თემა იქნება “მენეჯმენტური განათლების ინტერნაციონალიზება: გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნეს სკოლებისათვის.”

მონაწილეები განიხილავენ საერთაშორისო მენეჯმენტის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილება როგორც ბიზნესის, ასევე სხვადასხვა კულტურული პერსპექტივების თვალსაზრისით. წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროცესების სფეროში ფაკულტეტის, სტუდენტების და ინსტიტუციონალური პარტნიორობის საუკეთესო გამოცდილებები და სტრატეგიული გამოხმაურებები და განიხილება ბიზნესის სკოლების მარკეტინგულ გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები. ნასწავლი გაკვეთილების კონტექსტში, ასევე განიხილება საერთაშორისო ასოციაციების რეალური და პოტენციური როლი საერთაშორისო ბიზნეს განათლებისა და მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობაში.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია (CEEMAN), რომლის წევრიცაა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია, 2007 წლის 27-29 ივნისს ესტონეთში, ტალინში ესტონეთის ბიზნეს სკოლაში მართავს სემინარს თემაზე “ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლება გარდამავალ და დინამიური ცვლილებების ეკონომიკაში”: მთავარი საკითხები და შესაძლო ერთობლივი საქმიანობა”.

CEEMAN-მა გადაწყვიტა, სკოლის ინიციატივაზე დაყრდნობით, რომელსაც ხელს უწყობს CEEMAN-ის რამოდენიმე წევრი ორგანიზაცია, განავითაროს ახალი პლატფორმა იმისათვის რომ დაეხმაროს თავის წევრებს და სხვა მენეჯმენტის განმავითარებელ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან და/ან აინტერესებთ ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლების გაფართოება გარდამავალ და დინამიური ცვლილებების ეკონომიკაში

სემინარი გამიზნულია CEEMAN-ის წევრებზე, რომლებიც უკვე არიან ჩრათულნი ან აინტერესებთ ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლება და ასევე მათზე ვინც არ წარმოადგენენ წევრებს, მაგრამ დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლების პროგრამების შეთავაზებით ან ახალი პარტნიორობისა და ალიანსების შექმნით.

            ამის მისაღწევად სემინარი მოიცავს:

           CEEMAN-ის ფარგლებში ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლების შემოთავაზებების აღწერა

           მთავარი საკითხებისა და შესაძლო ერთობლივი საქმიანობის იდენტიფიკაცია

           რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლებენ ბიზნეს სკოლები ყველაზე ეფექტურად უპასუხონ (გამოეხმაურონ) ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლების საჭიროებების ცვლილებებას

           რჩევები  იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლებს მომავალში CEEMAN-ის ადმინისტრაციული (აღმასრულებითი) განათლების პლატფორმა დახმარებას (მომავალი ადმინისტრაციული სემინარებისვის საქმიანობებისა და თემების შესრულება)

სემინარი შედგება პრეზენტაციების, ურთიერთობების გაფართოების, არაფორმალური შეხვედრებისა, მათ შორის “მსოფლიო კაფე”-ში ორგანიზებული, პრაქტიკული მაგალითებისა და გამოცდილებების არაჩვეულებრივი ერთობლიობისგან.

საერთაშორისო კონფერენცია (ბიზნეს განათლება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, 2007 წლის 26-28 აპრილს, ალმა-ატა, ყაზახეთი)

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია (CEEMAN), რომლის წევრიცაა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია, 2007 წლის 26-28 აპრილს ალმაატაში, ყაზახეთი, სასტუმრო “ალმატუ”-ში გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ბიზნეს განათლებას ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად. კონფერეციის თანაორგანიზატორები არიან CEEMAN – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია, RABE – ბიზნეს განათლების რუსული ასოციაცია, CAMAN – მენეჯმენტის განვითარების ცენტრალური აზიის ფონდი და REGENA – რეგიონალური განათლების ქსელური ასოციაცია.
 საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება თემას ”თუ როგორ შუძლია ბიზნეს განათლებას ხელი შეუწყოს გარდამავალ და დინამიური ცვლილებების ქვეშ მყოფ ქვეყნებს, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში, ააგონ და განამტკიცონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მზარდი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით”.
 ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ბიზნესს სასწავლებლების დეკანებსა და დირექტორებს, განსაკუთრებით კი მათ რომლებიც არიან RABE, CEEMAN, BMDA, CAMAN, REGENA, EFMD, AACSB, AMDISA , ასოციაციების წევრები და ასევე ბიზნეს ხელმძღვანელებს, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ცენტრალურ აზიაში საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარებაში.

 დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია, ბიზნეს მართვისა და სამართლის ფაკულტეტების დეკანატი.

საერთაშორისო მენეჯმენტის მასწავლებელთა აკადემია 10-22 ივნისს სლოვენიაში, ქალაქ ბლედის სკოლაში IEDC ატარებს მასწავლებელთა რიგით მე-8 ყოველწლიურ თრეინინგს. ორკვირიანი პროგრამის პირველი ნახევარი დაეთმობა მენეჯმენტზე ორიენტირებული განათლების ზოგად საკითხებსა და ინტერესებს, ხოლო მეორე ნაწილი დაიყოფა ოთხ დისციპლინურ მიმართულებად: სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და მენეჯმენტი და მენჯმენტის შეცვლა.
 CEEMAN -ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის ასოციაცია) წევრები – ცნობილი ბიზნეს სკოლების დეკანები და დირექტორები ესტონეთიდან, ლატვიითან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან და უკრაინიდან თვლიან, რომ ფაკულტეტის განვითარება და ინსტიტუციონალური განვითარება თითქმის ერთი და იგივე, ვინაიდან ბიზნეს სკოლები ვერ შეძლებენ გახდნენ კონკურენტუნარიანები ბიზნეს განათლების გლობალიზაციისა და მენეჯმენტის განვითარების ინდუსტრიაში, თუ მათ მთელი თავისი ყურადღება და პრიორიტეტები არ მიმართეს ფაკულტეტის განვითარებისაკენ. მენეჯმენტის პედაგოგი უნდა იყოს არაჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელსაც შეეძლება არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა და მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარება, არამედ მას ასევე უნდა შეეძლოს სტუდენტებს გაუხსნას ჰორიზონტი და სიცოცხლის მანძილზე სწავლა უქციოს პრიორიტეტად.
საბუთების მიღება დაწყებულია. თრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდები საბუთები:
• აპლიკაციის შევსებული ფორმა, რომელიც განთავსებულია საიტზე: www.ceeman.org
• დეკანის ან ფაკულტეტის უფროსი წევრისგან სარეკომენდაციო
• CV და კარიერის სამომავლო განვითარების გეგმა
• პირადად შემუშავებული სასწავლო მასალა (სწავლების მოკლე შინაარსი, კურსის მონახაზი ან ბოლო კვლევითი პროექტის აღწერა)

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი