|
17 აგვისტო 2007 წელი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე ბიზნესის მართვის მიმართულებით (MBA) განაცხადი ჩამოტვირთეთ აქ * * * 30 ნოემბერი 2006 წელი 2006 წლის ოქტომბერში თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია მიღებული იქნა CEEMAN (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის) წევრად. CEEMAN წარმოადგენს მენეჯმენტის განვითარების დაწესებულებათა გლობალურ ქსელს, რომელიც დაინტერესებულია მოცემულ დარგში განათლების და ინოვაციების ხარისხის ამაღლებით, ისევე როგორც ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრით. CEEMAN –ში გაერთიანებულია 170 ინსტიტუციონალური და ინდივიდუალური წევრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის 42 ქვეყნიდან (იხილეთ CEEMAN –ის წევრების სრული სია)
CEEMAN ზრუნავს მის წევრებში მენეჯმენტის, განათლების განვითარების და ცვლილებათა პროცესების ხარისხზე საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო, საინფორმაციო, ქსელური მხარდაჭერით, მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების გამოყენებით და ანიჭებს ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციას (IQA) საგანმანათლებლო დაწესებულებებს. |