06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   განცხადებები

CEEMAN-ი აცხადებს ქეისების წერის მე-13 კონკურსს. გამარჯვებული მიიღებს:

•1,500 ევროს
•ქეისის ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალში გამოქვეყნების შესაძლებლობას
•CEEMAN-ის ყოველწლიურ მე-15 კონფერენციაზე მონაწილეობის   უფლებას, რომელიც გაიმართება 2007 წლის 27-29 სექტემბერს თურქეთის ქალაქ სტამბულში
•უფასო საცხოვრებელს სამი ღამით სასტუმროში სადაც კონფერენცია   გაიმართება 
•და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 500 ევროს ფარგლებში.

 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულ ქეისს ერთ ავტორზე მეტი ეყოლება ჯილდოც შესაბამისად გაიყოფა ავტორებს შორის. მიღებული პრიზი შესაძლებელია დაიბეგროს ადგილობრივი გადასახადების შესაბამისად.

 თემა: კონკურსში მიიღება CEEMAN-ის მე-15 ყოველწლიურ კონფერენციასთან დაკავშირებულ თემებზე აგებული ქეისები “გლობალიზაცია და მისი თანამონაწილეობა მენეჯმენტის განვითარებაში”. თემები ასევე შესაძლებელია ეხებოდეს ბიზნესის ახალ მოდელებს, სამეწარმეო განვითარებას, ახლებურ მიდგომას ტექნოლოგიასთან და მათ გამოყენებასთან, ფინანსებს, რესურსებსა და ბაზარს, მართვის სისტემებს და მასში ჩართულ სასწავლო მომზადებას, ასევე გლობალიზაციურ გარემოსთან დაკავშირებულ კულტურულ და ღირებულებათა ასპექტებს, ბიზნეს პრაქტიკასა და მართვის გამოწვევებს, ბიზნესში, მეწარმეებს, ბიზნეს სკოლებს და სხვა მენეჯმენტის განვითარების სასწავლებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სწავლას.
 
 მოთხოვნა: წარდგენილი ქეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:

 აგებული უნდა იყოს რეალურ კომპანიაში რეალურ ბიზნეს სიტუაციაზე, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული პროგრამებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, უნდა ერთვოდეს კომპანიის ხელმძღვანელობის ან ქეისში ჩართული პირების მიერ ქეისის ინგლისურ ენაზე გამოსაცემად გამზადებული ანოტაცია. ქეისი უნდა იყოს მარტივად გასაგები და შეადგენდეს 10-20 გვერდს, მოკლე მიმოხილვასთან და ბიბლიოგრაფიასთან ერთად (აკრეფილი Times New Roman 12 ზომა ფონტით).
 CEEMAN-ი და Emerald-ი იტოვებენ უფლებას გამოაქვეყნონ კონკურსში წარდგენილი ქეისები.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნეთ თქვენი ქეისი, ანოტაცია, და სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ceeman@iedc.si
ქეისების მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი 2007წ.

 გამარჯვებული გამოცხადდება და დაჯილდოვდება CEEMAN-ის მე-15 ყოველწლიურ კონფერენციაზე!


CEEMAN-ის პარტნიორი გამომცემლობა ჰარვარდის ბიზნეს სკოლებისათვის CEEMAN-ის წევრი სასწავლებლების ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს (MBA, EMBA, MS, MA) ერთი წლის განმავლოგაში სთავაზობს ჰარვარდის ბიზნეს ჟურნალის ყოველთვიური ელექტრონული ვერსიის უფასოდ გამოწერას.

ჰარვარდის ბიზნეს ჟურნალი დაეხმარება ბიზნეს სკოლებს, რათა მათი სასწავლო მასალა უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი გახადონ და ასევე სტუდენტებს საუკეთესო, როგორც კლასიკური ასევე თანამედროვე ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებაში. ელექტრონული ვერსია ჟურნალის დაბეჭდილი გამოცემის ანალოგიურია.

უფასო რეგისტრაცია სტუდენტებისათვის მარტივია. მათ უნდა შეავსონ ვებ გვერდზე http://www.hbrformbas.org/ განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ჩაწერენ თავიანთ სახელსა და გვარს, სასწავლებელს და ელ. ფოსტის მისამართს. ჰარვარდის ბიზნეს ურნალის ელექტრონული ვერსია ყოველთვე გაეგზავნებათ სტუდენტებს მათ მიერ ფორმაში მითითებული  ელ-ფოსტის მისამართზე.

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი