თავი I ზოგადი დებულებები1. წინამდებარე წესდება განსაზღვრავს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის მიზნებსა და ამოცანებს, მის ორგანიზაციულ სტრუქტურას, სტრუქტურული დანაყოფების და მართვის ორგანოების უფლებამოსილებას. 2. აკადემიის წესდება შეესაბამება საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ და სხვა კანონმდებლობას. თავი II აკადემიის მიზნები და ამოცანები1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია: ა) სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების შეთავაზება/მიწოდება; ბ) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალების ორიენტაცია, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის; გ) სტუდენტის პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; დ) სტუდენტის პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავსება დაინტერესებული პირებისათვის; ე) მაღალი ტექნოლოგიების დამკვიდრება და გამოყენება უმაღლესი განათლების მიღების პროცესში; ვ) ბოლონიის პროცესის საერთაშორისო დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება/იმპლემენტაცია. ზ) დაინტერესებული სტუდენტებისთვის/მსმენელთათვის ნებადართული ფორმით სწავლების მეთოდური უზრუნველყოფა. თავი III აკადემიის ორგანიზაციული სტრუქტურა1. აკადემია შედგება მმართველი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისგან – ფაკულტეტებისა და აკადემიის ბიბლიოთეკისაგან. 2. აკადემიის ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით. 3. აკადემია შედგება შემდეგი ადმინისტრაციული/მმართველი ორგანოებისაგან (სუბიექტებისგან): ა) აკადემიის პრეზიდენტი _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (რექტორი): ბ) აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი _ (პრორექტორი); გ) აკადემიის მრჩეველთა საბჭო; ე) აკადემიის ადმინისტრაციული სამსახური (იხილეთ დანართი #1). 4. აკადემია შედგება ორი საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო ერთეულისგან – სამართლისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტებისგან. 5. აკადემია თავისი წესდების ფარგლებში ახორციელებს სასერტიფიკატო საქმიანობას ბიზნესის მართვისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებებით. კურსების მსმენელებზე გაიცემა აკადემიის სერტიფიკატი აკადემიური შეფასების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. კურსები ფუნქციონირებს აკადემიის ადამიანური და მატერიალური რესურსების ბაზაზე. კურსების კონტინგენტის ოდენობა, მომსახურების საფასური, ორგანიზაციული და მატერიალური უზრუნველყოფა, შიდა ურთიერთობების რეგულირება წარმოადგენს აკადემიის რექტორისა და ვიცე-პრეზიდენტის კომპეტენციას. თავი IV აკადემიის მართვის პრინციპები1. აკადემიის მართვის პრინციპებია: ა) აკადემიის გადაწყვეტილებების, ბრძანებების, ანგარიშების და სხვა საჯარო დოკუმენტაციის სტუდენტებისათვის/მსმენელთათვის (საზოგადოებისათვის) ხელმისაწვდომობა; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა/მსმენელთა აკადემიური თავისუფლება; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორობის პრინციპის დაცვა სტუდენტებთან და აკადემიის სხვა პერსონალთან მიმართებაში; ე) აკადემიის ფარგლებში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა. თავი V აკადემიის პრეზიდენტი (რექტორი)1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს აკადემიას ქვეყნის შიგნით და გარეთ, აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე. 3. აკადემიის პრეზიდენტი უზრუნველყოფს აკადემიის სამეწარმეო, აგრეთვე საგანმანათლებლო ინტერესების დაცვას. თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სამეწარმეო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო, აგრეთვე სხვა მოქმედი კანონმდებლობით. 4. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის დეკანებს და სხვა ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს. 5. აკადემიის პრეზიდენტი თანამდებობაზე ინიშნება საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების) გადაწყვეტილებით. 6. აკადემიის პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად აკადემიის პერსონალისა და სტუდენტებისათვის /მსმენელთათვის. 7. ახორციელებს თანამშრომლობას რეგიონალური პრინციპით. თავი VI აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (პრორექტორი)1. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ თანამდებობის პირს ფინანსურ, მატერიალურ და ადამიანის რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს აკადემიას ფინანსურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს (პრორექტორს) თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი იმავდროულად არის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე. 3. ვიცე-პრეზიდენტი: ა) უფლებამოსილია აკადემიის სახელით აკადემიის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; ბ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მის შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს, დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის პრეზიდენტს; გ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; დ) ასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების შეუსრულებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში; ე) ასრულებს წესდებით გათვალიწინებულ სხვა ფუნქციებს. თავი VII აკადემიის მრჩეველთა საბჭო1. აკადემიის მრჩეველთა საბჭო არის აკადემიის სათათირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემდგომი პროგრესული განვითარების შესახებ. 2. აკადემიის მრჩეველთა საბჭო შედგება 5 წევრისგან: ა) აკადემიის პრეზიდენტი – საბჭოს თავმჯდომარე; ბ) სტუდენტური გაერთიანების თავჯდომარე - საბჭოს წევრი; გ) აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი - საბჭოს თავჯდომარის მოადგილე; დ) ხარიხსის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი; ე) ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი - საბჭოს წევრი; ვ) თავჯდომარის მოადგილის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი - სათათბიროს მდივანი (სათათბირო ხმის უფლების გარეშე). 3. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საბჭოს თავჯდომარის სათათბირო ხმას. 5. სტუდენტთა მიერ სტუდენტური გაერთიანების თავჯომარის არჩევამდე ან თავჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს თავჯდომარის მოადგილე. 6. მრჩეველთა საბჭო ამ წესდების შესაბამისად: ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდების პროექტს და წარუდგენს დასამტკიცებლად აკადემიის პრეზიდენტს; ბ) შეიმუშავებს აკადემიის წესდების ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და წარუდგენს დასამტკიცებლად აკადემიის პრეზიდენტს; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების პროექტს; დ) შეიმუშავებს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს ვიცე-პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე; წარადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო დანაყოფების, სწავლების საფეხურებისა და ფორმების შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების საკითხებზე. ე) წარადგენს წინადადებებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის და პირობების შესახებ; ვ) ისმენს და ამტკიცებს სასწავლებლის ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებას; ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას; თ) ფაკულტეტის დეკანთა წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; ი) ფაკულტეტის დეკანის, შეტყობინების ან შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციის თანამშრომლის წარდგინებით, განიხილავს დისციპლინირებული სახდელისა და სტუდენტის აკადემიიდან გარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს და წინადადებებს წარუდგენს აკადემიის რექტორს; კ) ადგენს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარიხსების ცნობის წესს; ლ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; მ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ნ) ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ო) წარადგენს წინადადებებს აკადემიის განვითარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. პ) სხდომის მდივანი ვალდებულია შეადგინოს სხდომის ოქმი. აღრიცხო დამსწრეები და წერილობით შეასრულოს ჩანაწერი განსხვავებული აზრის შესახებ. 7. მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილები რეკომენდაციული ხასიათისაა. 8. საბჭოს სხდომას იწვევს: ა) საბჭოს თავჯდომარე; ბ) საბჭოს არანაკლებ 3 წევრი.
თავი VIII ფაკულტეტი და ფაკულტეტის საბჭო1. აკადემიის ძირითადი საგამანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულებები და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. 2. ფაკულტეტთან შეიძლება შეიქმნას წარმომადგენლობითი ორგანო _ ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი. 3. ფაკულტეტის საბჭო (უფელებამოსილება): ა) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და აკადემიის პრესიდენტს წარუდგენს დასამტკიცებლად; ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის პრესიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კულტურულ, სპორულ გამაჯანსაღებელ პროგრამებს; გ) უფლებამოსილია გამოავლინოს სტუდენტები ქცევის წესისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. 4. საბჭოს შექმნამდე ამ უფლებამოსილებებს ახორციელებს დეკანი. თავი IX ფაკულტეტის დეკანი1. ფაკულტეტის დეკანი ინიშნება აკადემიის პრეზიდენტის მიერ, ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურ მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ფუნქციების და საქმის განაწილებას აკადემიურ პერსონალს შორის ფაკულტეტის შიგნით. გასცემს მითითებებს და განკარგულებებს. ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) ანხორციელებს აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობის, მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ მონიტორინგსა და შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა/გამოყენების გზით; ი) ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისასთვის თვითშეფასების მომზადებას. X დასკვნითი დებულებები1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის აკადემიის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის მომენტიდან; 2. წესდებაში ცვლილებები მტკიცდება აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით. |